ამ ყველაფრის უკან დგას ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი – დავით დვალი

დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები მესამე სექტორთან, მაქსიმალურად გავაქტიურდებით. ვინც ფიქრობს, რომ ის რაც ხდება „რუსთავი 2“-ის თავს მიუღებელი და დაუშვებელია, ყველასთან გავალთ კონტაქტზე და დავსახავთ მოქმედების სტრატეგიას, – ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა ბრიფინგზე განაცხადა.

დავით დვალი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2-ის“ გადაეცა ერთ-ერთ შუალედურ რგოლს და არა ვისაც, პირველად წაართვეს, შესაბამისად, ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა. მისი თქმით, ქიბარ ხალვაშის უკან ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი დგას. “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები ამბობენ, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.

„არანაირ ვაჭრობას ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მაშინაც შეხვედრაზე პირდაპირ დავსვით საკითხი, ბრძანეთ და ჩვენი პასუხი იქნება, კი ან არა, სავაჭრო იქ არაფერი არ არის. ჩვენ უკვე გვაქვს ინტენსიური კონტაქტი მესამე სექტორის წარმომადგენლებთან., დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები, ჩვენ მაქსიმალურად გავაქტიურდებით ამ მიმართულებით. ყველა თანამოაზრეს, ვინც ფიქრობს, რომ „რუსთავი 2-ს“ თავს რაც ცდება დაუშვებელია, ყველასთან გავალთ კონტაქტზე და სტრატეგიას დავსახავთ,“ – განაცხადა დავით დვალმა.

banner
წინა სტატიაშიადეიშვილი: მერაბიშვილის ადგილას რომ ვყოფილიყავი, გირგვლიანის საქმის გამო გადავდგებოდი
შემდეგი სტატია„მგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების ტროლია“ – დავით დვალი