„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, მას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავს დაესხნენ.
ბუაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პროვოკატორები ქვებს ისროდნენ.
“არ ვიცი ვინ იყვნენ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას. ფაქტი არის ერთი, ეს ადამიანები შემთხვევით იყვნენ იქ თუ რა მოტივაცია ჰქონდათ, ესეც არ მაინტერესებს. ამ ყველაფრის მკვებავი არის ხელისუფლება, რომელიც თავისის სიტყვითა და საქმითაც, მწვანე შუქს აძლევს, თუნდაც მისმა მხარდამჭერებმა და არა ორგანიზებულმა ტიტუშკებმა. ხელისუფლება არის ამ ყველაფერზე მწვანე შუქის მიმცემი, მისვე მხარდამჭერებისთვის და ამ ჭაობში მყოფი სისტემის წარმომადგენლებისთვის, რომ იძალადეთ, შეაგინეთ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, შეუქმნით მაქსიმალური დისკომფორტი. ეს არ გამოვა ამ ქვეყანაში, ამ ყველაფერს გაეცემა შესაბამისი, სამართლებრივი პასუხი. ის, რომ პოლიცია დღეს არის შეზრდილი ამ ხელისუფლებასთან და კრიმინალთან არაფერს არ ნიშნავს”-აცხადებს ბუაძე.