ამ ხელისუფლების შენარჩუნების პირობებში ქვეყანას ემუქრება საერთაშორისო იზოლაცია და ბიზნესგარემოს მკვეთრი გაუარესება – რომან გოცირიძე

“აგენტების კანონის მიღების ფინანსური შედეგები:

ლონდონის ბირჟაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში “საქართველოს ბანკმა” დაკარგა ლირებულების 29 პროცენტი, “ჯორჯია კაპიტალმა” 26 პროცენტი, “თი-ბი-სი” ბანკმა 25 პროცენტი. კაპიტალიზაციის კლებამ შეადგინა 1,4 მილიარდი გირვანქა სტერლონგი, რაც 4,9 მილიარდი ლარის ტოლია.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად თავისი რეზერვებიდან დახარჯა 108 მილიონი ლარი. რეზერვების ზომა ჩამოსცდა ადეკვატურობის ზღვარს.

ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია. ამ ხელისუფლების შენარჩუნების პირობებში ქვეყანას ემუქრება საერთაშორისო იზოლაცია და ბიზნესგარემოს მკვეთრი გაუარესება.

იმედია, ხუთ თვეს გავუძლებთ და მერე გავაკეთებთ იმას, რაც დააბრუნებს ქვეყანას განვითარების გზაზე და დაგვიბრუნებს მეგობრებს.” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისამწუხარო ფურცელია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ დემოკრატიულ ღირებულებას ემსახურებიან, თუმცა გამჭვირვალობას საბოტაჟს უცხადებენ – ოხანაშვილი
შემდეგი სტატიადუმაში, როცა იქნებით, იქ ისაუბრეთ, ჩვენ პარლამენტი ვართ – პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას