„ამ ხელისუფლების პირობებში მართლმსაჯულების სისტემა ვერ გამოსწორდება, ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული ცვლილებები“ – თენგო კირთაძე ვეტინგზე

ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ვეტინგის (მოსამართლეების შემოწმების) საკითხზე არსებულ დისკუსიას გამოეხმაურა.

თენგო კირთაძის თქმით, ვეტინგი იქნება ეს, თუ სხვა მსგავსი ტიპის რეკომენდაცია, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მართლმსაჯულების სისტემაში რაიმე გამოსწორდება.

„იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა გახდეს დამოუკიდებელი, აუცილებელია დემოკრატიული ცვლილებები ამ ქვეყანაში. შემდეგ მყისიერად საჭიროა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოება, მინიმუმ სისხლის სამართლის საქმეებზე და ასევე კლანის გაშვება და უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანა მაღალ ინსტანციებში“ – თქვა თენგო კირთაძემ

banner
წინა სტატიაში„ეს არის რეჟიმი, რომელიც ერთ სიტყვას არ ამბობს იმაზე, თუ რა ფულს ხარჯავს ჩვენი მტერი საქართველოში“ – გიგა ბოკერია პაპუაშვილის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაჯეიკ სალივანი – რეალობა ასეთია, პუტინი რუსეთის პრეზიდენტია, ჩვენ მოგვიწევს ამ რეალობასთან საქმის დაჭერა, რაც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ არჩევნები არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა