- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
ამ ხალხს საქართველო, სახელმწიფო, სამშობლო ფეხებზე ჰკიდია
მნიშვნელოვანი
- ამ ხალხს საქართველო, სახელმწიფო, სამშობლო ფეხებზე ჰკიდია
სხვა სტატიები
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ გვავალდებულებენ, სკრიპალის საქმესთან მიმართებაში ბრიტანეთს სოლიდარობა გამოვუცხადოთ, ეს ჩვენი თვითინიციატივაა, რადგან ხელისუფლება ბოკერიებს თოკზე ჰყავთ გამობმული და იქეთ მიჰყავთ, საითაც თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის სჭირდებათ,– განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ამ ხალხს საქართველო, სახელმწიფო, სამშობლო ფეხებზე ჰკიდია. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, გვყავს ასი ათასობით დევნილი, მოგვიკლეს ტატუნაშვილი და გვტაცებენ ადამიანებს“, – განაცხადა ინაშვილმა.
ამ განცხადებით ირმა ინაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად უნდა ჰქონდეს ქართულ მხარეს საერთაშორისო პარტნიორებისგან უსაფრთხოების მეტი გარანტიის მოლოდინი.
ინაშვილის თქმით, საქართველომ ბრძნული მოქმედებები უნდა განახორციელოს და ჭკვიანური ნაბიჯები გადადგას.
„იმის ნაცვლად, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი ვაწარმოოთ, ყველა კომპლექსი დავძლიოთ და იმ რუსებსაც ველაპარაკოთ, ჟენევის ფორმატის პარალელურად, ახალი ფორმატები, თუნდაც საქართველო–ნატო–რუსეთის ფორმატი გავხსნათ, რას ვაკეთებთ?!“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.