ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება – საქმე ეხება მორიგ სასამართლო დავას, რომელსაც ოლიგარქი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკთან – Julius Baer-თან იწყებს.
ბაჩიაშვილი ამბობს, რომ “არცერთი ცივილიზებული ქვეყანა, მათ შორის არც შვეიცარია, არასოდეს გახდება მისი დანაშაულებრივი ქმედებების ინსტრუმენტი”.
“ამ კაცს ნორმალური იურისტიც არ დარჩა გარშემო რომ აუხსნას: როდესაც მიმართავთ შვეიცარიას კერძო პირზე ინფორმაციის გამოთხოვნაზე, ამას უნდა მიაყოლოთ ელემენტარული დასაბუთება. თქვენს შემთხვევაში მიმართვა იყო განხორციელებული ისე ცუდად შეკერილი სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე, რომ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ფარგლებში, შვეიცარიამ არ მოგაწოდათ არანაირი დოკუმენტი.
აქ დიფ სთეითი და გლობალური ომის პარტია არაფერ შუაშია. აქ საქმე გაქვთ ცივილიზებული სამყაროს მიერ თქვენი უკანონო, ძალადობრივი და გამოძალვითი ქმედებების მხილებასთან და ხელის არ შეწყობასთან. შვეიცარია და არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არასოდეს არ გახდება თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების ინსტრუმენტი”, – წერს ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში.