ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ – კობახიძე გერმანიის ელჩზე

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამჯერად თავს საქართველოში გერმანიის ელჩს ესხმის. ელჩმა გუშინ თქვა, რომ რუსული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და “იქამდე, სანამ ეს კანონი იფუნქციონირებს, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების შესახებ”.

კობახიძის განცხადებით, გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ეს არის “ლელოს მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია” და არა გერმანიის.

“გერმანიის ელჩი ლელოსთან ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ბოლნისში იყო ჩასული ლელოს ლიდერებთან ერთად, ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული”, – ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია, ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ფაშისტური ბულინგის
შემდეგი სტატიაპრემიერი – მაიდანს ვერავინ ეღირსება საქართველოში