ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი – ილია II

“ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი” – ამის შესახებ განცხადება ილია მეორემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ მიღებულმა პოზიტიურმა გადაწყვეტილებამ ქვეყანას ახალი შესაძლებლობები გაუხსნა.

პატრიარქის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებას.

დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა.

ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს.

კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული; ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი.

გილოცავთ და გლოცავთ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ინებოს ღმერთმა საქართველოს ერთობა, მშვიდობა და წარმატებული მომავალი”, – აღნიშნა ილია მეორემ.

banner
წინა სტატიაშიის, რაც ვერ გაბედა “ქართულმა ოცნებამ”, გააკეთა ევროკავსირის ელჩმა
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო