,,ამ გუნდთან ერთად ვმუშაობდი 3 წლის მანძილზე და ამ გუნდთან ერთად გავალ ხვალ პარლამენტში”

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს დაუჭერს. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ მთავრობის ამ შემადგენლობით გააგრძელოს მუშაობა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ცვლილებები მოხდეს.

“დღეს იყო პრიორიტეტი, რომ უმოკლეს ვადაში მიგვეცა ახალი მთავრობისთვის მანდატი. ამ მოკლე პერიოდში ვიცე-პრემიერის პოსტიდან სპეციფიკის დეტალების გაკრვევა შეუძლებელია. ამ გუნდთან ერთად ვმუშაობდი სამი წლის განმავლობაში და ამ გუნდთან ერთად გავალ ხვალ პარლამენტში. დიდი იმედია, მანდატს მივიღებთ და შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას. არ არის გამორიცხული, რომ ამ გუნდთან ერთად გავაგრძელო მუშაობა, არც ის არის გამორიცხული, რომ რაიმე ცვლილებები განვახორციელოთ. დღესდღეობით კონკრეტიკით თქმა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის გამგებელმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატიათბილისის მერიაში საპრემიო თანხა 10 მილიონით შემცირდა