ამ გლისტას დაავიწყდა რისთვის გააგდეს პრემიერობიდან… ე ტუტუც! – უგულავას პასუხი ღარიბაშვილს

​​ფოთში ოპოზიციის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა ღარიბაშვილის განცხადებებს პასუხობს. უგულავა მას პირველი პრემიერმინისტრობიდან გადადგომის მიზეზებს და სიმამრს ახსენებს.

“ამ გლისტას დაავიწყდა რისთვის გააგდეს პრემიერობიდან. დაავიწყდა სიმამრის კლანი ტილებივით რომ შეასია ქვეყანას. თქვენი პროკურატურის შეთითხნილივე ბრალდებებითაც კი მხოლოდ ის “დამიმტკიცეთ” რომ “პარტიული ნიშნით” ხალხი დავასაქმე, რასაც კალაძე და ოცნების მერები ათჯერ მეტი ოდენობით სჩადიან. სტრასბურგს აუცილებლად მოგიგებთ. იქ მურუსიძე ვერ გიშველით. ფაქტია, სამჯერ დამიჭირეთ და სახლში წაღებული ვერაფერი ნახეთ. რაც არ არსებობს, აბა რას ნახავდით?! აღზევებულ მდაბიოს დაავიწყდა მამამისი სისხლს რომ წოვს დედოფლისწყაროს და მთელ კახეთს. სუკის ნაჭრებივით რომ აათალეთ მეზობლობას მიწები. ამ ამებას მაჯაზე რაც საათი უკეთია, სამი სოფლის მოასფალტებას ეყოფოდა და ეს გამოდის და ჩემზე/ჩვენზე ლაპარაკობს.

ე ტუტუც! ლაპარაკი დასწრებაზე კი არაა. დუმილია ოქრო, დუ-მი-ლი”,-წერს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიამუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება