“ამ ღამით უკრაინის ფერები ანათებს ჩვენს შტაბ-ბინას. ეს გვახსენებს უკრაინელი ხალხის სიმამაცესა და გამძლეობას, ასევე იმ ომის დაუსრულებელ ტკივილს, რომელიც უკვე ოთხი წელია გრძელდება. ჩვენი ერთგულება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისადმი ურყევია”- წერს ევროკომისია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში და ფოტოს აქვეყნებს
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წელი გავიდა. უკრაინის თავისუფლებისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას 90 ქართველი მებრძოლი შეეწირა

















