“ამ განცხადების საფუძველზე უდნა დაიწყოს ძიება,” – გია ხუხაშვილი პაპუაშვილის განცხადებაზე საუბრობს

რესპუბლიკელებს აქვთ განცდა ტორტის მირიგი ნაჭერი მიიღონ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, განცხადების საფუძველზე ძიება უდნა დაიწყოს.

“ფაქტია, რომ ამაზე გამოძიება უნდა შედგეს და გამოძიებამ საჯარო პასუხები უნდა გასცეს იმიტომ, რომ ფაქტიურად რაზეა საუბარი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის მინისტრზე, ახლა ამაზე მეტი რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს. ამ განცხადების საფუძველზე უდნა დაიწყოს ძიება და აუცილებელია ძიებამ რაღაცა გვითხრას და არა ისე, რომ თაროზე დაიდოს და გადაგორების პრინციპით არ განვითარდეს მოვლენები“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კურიერის პრიდაპირ ეთერში საკონსტიტუციო სასმართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით თეა წულუკიანის ინიციატივით შესაძლოა მის წინააღმდეგ ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდეს.

banner
წინა სტატიაშიენმ: იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს
შემდეგი სტატიაავსტრალიაში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება