ამ განცხადებას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას ზუსტად რომ არ ვიცოდე ვერასოდეს გაბედავდა რამე მსგავსის თქმას რომ არა ბატონთან საუბრიდან გამოყოლილი ემოცია, სათქმელი, გზავნილი – ხიდაშელი

ამ განცხადებას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას ზუსტად რომ არ ვიცოდე ვერასოდეს გაბედავდა რამე მსგავსის თქმას რომ არა ბატონთან საუბრიდან გამოყოლილი ემოცია, სათქმელი, გზავნილი – ასე აფასებს თინა ხიდაშელი დიმიტრი ხუნდაძის დღევანდელ განცხადებას, სადაც “ოცნების” დეპუტატი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმას არ გამორიცხავს.

ხიდაშელი წერს:

“ამ გამცხადებას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას ზუსტად რომ არ ვიცოდე ვერასოდეს გაბედავდა რამე მსგავსის თქმას რომ არა ბატონთან საუბრიდან გამოყოლილი ემოცია, სათქმელი, გზავნილი …
– რომ არ მქონდეს რწმენა რომ ოცნების იმ ნაწილის ოქროს ხანაა ვისაც არც არასოდეს უნდოდა, არასოდეს სჯეროდა, არასოდეს უბრძოლიათ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის…
– რომ არ მეშინოდეს, რომ ეს განცხადება მხოლოდ პრელუდიაა (დღეს კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში), ოფიციალურ დონეზე დიდი ანტიდასავლური რიტორიკის დასაწყისისა;
– რომ არ ვიცოდე როგორ წალეკავს ქვეყანას ყველა აქამდე დათრგუნული, მაგრამ არ გამქრალი პრორუსული, ანტი/დემოკრატიული, საბჭოური მანკიერება;
მოკლედ დღეს ეს განცხადება არც არაფერია, ჩალის ფასია, ერთი უგუნური ამოძახილია, მაგრამ ხვალ შეიძლება ქვეყანაში თიად განცხადებული ოფიციალური ტრენდი გახდეს და ამაზე უნდა ვიფიქროთ”

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო ინიციატივა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათავი დადო საქართველოსთვის და უკრაინისთვის და ღმერთმა ნათელში ამყოფოს – მეუფე სტეფანე უკრაინაში დაღუპულ გიორგი გრიგოლიაზე