ამ ეტაპზე ზუგდიდის ჩაკეტვა არ განიხილება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში არსებულ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქალაქის ჩაკეტვა არ განიხილება, რადგან ინფიცირებულების კონტაქტები მიკვლევადია. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით ზომების გამკაცრება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, თუ იქნება შემთხვევა როცა კონტაქტების გამოკვლევა შეუძლებელი იქნება:
,,ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. პირველ რიგში, ეს არის გადასაწყვეტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. დღეის მონაცემებით, ტრაილერის მძღოლის ყველა კლასტერის კონტაქტები პრაქტიკულად, ჯერ-ჯერიბით არის მიკვლევადი, შესაბამისად ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში. თუ გვექნება შემთხვევა, როცა ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ რა თქმა უნდა მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ამ შემთხვევაში ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციებს და მითითებებს გავითვალისწინებთ” განაცხადა ჟურნალისტებთან კომენტარის დროს სახელმწიფო რწმუნებულმა.

დღეს რეგიონში 70-ზე მეტი ნიმუშია არებული (ამ დროისთვის) გამოსაკვლევად. ამ ნიმუშებიდან 8 არის ტრაილერის მძღოლის კონტაქტი. პასუხები ანალიზებზე იქნება დღის ბოლოს. ტრაილერის მძღოლიანად სულ ამ კლასტერში კოვიდი უდასტურდება 7 პაციენტს.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის მოთავსებულია 56 პირი. რაც შეეხება თვითიზოლაციას რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 205 პირია თვითიზოლაციაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ქართველ ელჩებს დაავალა, მსოფლიოს ხელახლა გააცნონ საქართველო, როგორც ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – აუცილებელია, ჩვენმა ელჩებმა აქტიურად იმუშაონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში, იმისთვის, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია გააცნონ ადგილობრივ საზოგადოებას