ამ ეტაპზე უცნობია, რომელ კლასტერს უკავშირდება 3 ახალი შემთხვევა – მარინა ენდელაძე

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე საუბრობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რომელ კლასტერს უკავშირდება ახალი შემთხვევები.

მარინა ენდელაძე კლინიკაში მოთავსებული 31 ინფიცირებულს შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია.

“დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაემატა სამი ახალი ინფიცირებული. ისინი ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებული. რადგან ეს სრულიად ახალი ინფორმაციაა, მათი ეპიდ ანამნეზის შესახებ ვერაფერს ვიტყვით, არ ვიცით რომელი კლასტერიდან არის, ახალი შემთხვევაა, თუ არა.

რაც შეეხება ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ 31 პაციენტს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. არის მსუბუქი, საშუალო, მძიმე შემთხვევები, მაგრამ ყველა სტაბილურად არის. ერთ-ერთი ქალბატონი 86 წლის გახლავთ. მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მაგრამ ჯერჯერობით, ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას და ვცდილობთ ყველანაირად, რომ ყველაფერი დამთავრდეს კარგად,”- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 14 ადამიანი გადაიყვანა
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: საგანგებო ვითარებამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა