ამ ეტაპზე სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია – ელენე ხოშტარია ექიმმა მოინახულა

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე მეოთხე დღეა პარლამენტში შიმშილობს, ექიმმა მოინახულა.

როგორც მაია ცაავამ აღნიშნა, პოლიტიკოსი თავს ნორმალურად გრძნობს და მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

“პაციენტი გრძნობს თავს მხნედ. ამ ეტაპზე ჩივილები არ აქვს, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. შესაბამისი რეკომენდაციები მივეცი. ყოველდღიურად მოხდება მისი მონახულება და შეფასება მდგომარეობის”, – თქვა ექიმმა.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ის ამბობს, რო თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მისი მოთხოვნა არ შესრულდება, პროტესტის კიდევ უფრო მწვავე ფორმას მიმართავს

“კარგად ვარ, ყველა პარამეტრი ნორმაში მაქვს. ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ საფრთხე არ მოიხსნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და კონკრეტულად ამას სჭირდება როგორც ექიმები ამბობენ, მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა. არათუ უკან დახევას არ ვაპირებ, თუ დიდხანს გაგრძელდა ეს პროცესი და კიდევ უფრო დამძიმდება მიხეილ სააკაშვილი ვფიქრობ ფორმების გამწვავებაზე”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – სიტყვა „სიყალბე“ ალბათ ყველაზე კარგად აღწერს „ნაციონალურ მოძრაობას“, მის პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ნაღებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ რუსთავის ციხის ტერიტორიიდან აქციისთვის განკუთვნილი აპარატურა წაიღო