განიხილავს, თუ არა ლომჯარია ზურაბიშვილთან და გახარიასთან ალიანსის შექმნას – ლომჯარია კითხვას პასუხობს

ყოფილმა სახალხო დამცველმა და სამოქალაქო პლატფორმის დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ფორმულას ეთერში კითხვაზე – ფიქრობს თუ არა გიორგი გახარიასთან და სალომე ზურაბიშვილთან ალიანსში შესვლასა და პოლიტიკურ საქმიანობაზე – პასუხად აღნიშნა, რომ ჯერჯერობით სამოქალაქო პლატფორმაზე რჩება და თანამშრომლობას მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს, როცა პროცესების განვითარება უკეთ გამოიკვეთება.

“ამ ეტაპზე, მე ვრჩები ამ პლატფორმაზე და ჩვენი და ჩემი ინტერესის მთავარი საგანი არის სწორედ ევროინტეგრაცია და ხელშეწყობა ამ პროცესის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმ პლატფორმიდან და იმ საზოგადოებრივი ინიციატივებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, ამიტომ, კიდევ ერთხელ, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების განჭვრეტა, მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დეკემბერში, არ მიმაჩნია დღეს სწორად და სწორ და სერიოზულ მსჯელობად, ამიტომ ამ საკითხებზე ცოტა უფრო მერე დავფიქრდები და გიპასუხებთ, როცა პროცესების განვითარება უკეთ გამოიკვეთება” – თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყეში დასუფთავების აქცია ჩაატარეს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – კანდიდატის სტატუსი ვერ გვიშველის, თუ ივანიშვილის პუტინისტურ რეჟიმს არ გამოვცვლით