ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება, 15 თებერვლიდან იხსნება სკოლები

ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება, 15 თებერვლიდან იხსნება სკოლები, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება გაიხსნას ყველაფერი ერთად და შემსუბუქება ხდება იმის მიხედვით, რომელი სეგმენტია უფრო მნიშვნელოვანი.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების ანაბაა, როდესაც დამატებითი მობილობა იქმნება სადღაც, ეს არ შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად, არ შეიძლება გაიხსნას ყველაფერი ერთად. ჩვენ ამ შემსუბუქების გეგმის ფარგლებში ვუყურებთ იმას, თუ რომელი სეგმენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი და ამიტომ ალბათ შევთანხმდებით, რომ სკოლები უფრო მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ვიდრე ბაღები და ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 7 სექციას აამოქმედებს
შემდეგი სტატიადიმიტრი ლორთქიფანიძე: კეზერაშვილმა საცავში გააგზავნა სამი პოლკოვნიკი მასალები შენობიდან გაიტანეს და გაანადგურეს