ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი ოფიციალური მოლაპარაკებები მიხელ სააკაშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭების შესახებ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 5, 2019 09:48

ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი ოფიციალური მოლაპარაკებები მიხელ სააკაშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს თავის გუნდში ამ ეტაპზე არ მოიაზრებს.

„ის კიევშია. მას დავუბრუნე უკრაინული პასპორტი. ახლა არა, ამაზე ახლა არ ვფიქრობთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იულია მენდელმა.

„ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი ოფიციალური მოლაპარაკებები მიხელ სააკაშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭების შესახებ. ჩვენ ვგეგმავთ ერთად შევკრიბოთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები განახორციელონ. ვფიქრობ, არა მხოლოდ პრეზიდენტი ზელენსკი, არამედ მთელი მსოფლიო ყურადღებას ადევნებდა თვალს იმ ძირეული ცვლილებებს რომელიც საქართველომ განიცადა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. საქართველოს გამოცდილება და ცოდნა საინტერესო იქნება უკრაინისთვის. აქ საუბარი არაა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ასევე თანამშრომლობაზე ოფიციალურ სტრუქტურებთან. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს. ვლადიმირ ზელენსკიმ აღადგინა სამართლიანობა მისთვის მოქალაქეობის მინიჭებით. შემდგომი ნაბიჯები სამართალდამცველმა სტრუქტურებმა უნდა გადადგან“, – აცხადებს იულია მენდელი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 5, 2019 09:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics