2024 წლის 7 დეკემბერს ე.წ. ტიტუშკების მიერ სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში, ყოველდღე რწმუნდება, რომ მასზე და გიორგი შეწირულზე თავდასხმა “ხელისუფლების დაგეგმილი დანაშაული” იყო, ამიტომაც “შაბათის ეთერის” გამომძიებელ ჟურნალიტს არანაირი იმედი არ აქვს, რომ “ხელისუფლების მართულ პროცესში ჩართულ ადამიანები” დაისჯებიან.
მათ აქვთ ხელშეუხებლობის გარანტია და ეს ცხადზე უცხადესია – ამბობს მაკა ჩიხლაძე.
ამ ერთი წლის განმავლობაში, ყოველდღე ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ეს იყო ხელისუფლების დაგეგმილი დანაშაული, რომ სამართლებრივი სახელმწიფო აღარ არსებობს, რომ ხელისუფლების მართულ პროცესში ჩართულ ადამიანებს არ დასჯის არავინ, რაც არ უნდა მძიმე დანაშაული ჩაიდინონ, ასევე, ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ვიდრე “ოცნება“ ხელისუფლებაშია, ამ დამნაშავეების გამოვლენა არ მოხდება, მიუხედავად იმის, რომ მათი ნაწილის სახელები და გვარები დავასახელეთ. 1 წლის განმავლობაში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაც კი ვერ ჩაატარეს. მათ აქვთ ხელშეუხებლობის გარანტია და ეს ცხადზე უცხადესია. ადამიანებს, რომლებსაც რაღაცაში ადანაშაულებ, შუეძლებელია ხომ კანონსაწინააღმდეგო მიიტანონ საგამოძიებო უწყებაში რამე, და აი, ფოიეში ჩხრეკენ, ცინიზმია, – ამბობს მაკა ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.
კადრებში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ჯგუფურად უსწორდებიან. საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
















