საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ირანის ელჩის განცხადებას ეხმაურება.
“ამ ელჩზე ჩვენ რეჟიმის მეთაურებს პრეტენზია არ გააჩნიათ ხო!!!! მხოლოდ ფიშერს ერჩიან!
400 წლის წინანდელ ქართველების გადასახლებას ვინც ზეიმობს ირანულ რეჟიმთან ერთად, რომელმაც საკუთარი მოქალაქეები ათასობით დახოცა ერთი თვის წინ … ასეთ უსამშობლო ადამიანებს, რაზე უნდა ელაპარაკო?
ესენი არიან, ვინც რუსეთს ბოდიშს უხდიან და ბარემ ფერეიდნელებსაც ხომ არ ურჩევედნენ თავად ასე მოიქცნენ. არაფერი გამიკვირდება ..
რა უნდა ელაპარაკო? და რაზე? მორალზე, ეროვნულ სულზე, პრინციპებზე … თუ განათლებაზე ( ისე იმ მიღებაზე მისულებიდან რამდენმა იცოდა ამ თარიღის მნიშვნელობა ესეც გასარკვევია!!!)
სირცხვილი თქვენ!”_ წერს ზურაბიშვილი.

















