ამ დრომდე არ გვაქვს წვდომა გამოძების მასალებზე – სარალიძის და მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეები ომბუდსმენის ყოველწლიურ მოხსენებაში მოხვდა

სახალხო დამცველის ყოველწლიურ მოხსენებაში ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეები მოხვდა.

ნინო ლომჯარია საქმეების გამოძიებას კიდევ ერთხელ ითხოვს. მისი შეფასებით, ხორავას ქუჩის საქმეზე არ ჩატარებულა აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.

„ჩვენ მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, თუმცა, გამოძიება არ დაწყებულა. რაც შეეხება შიდა მოკვლევას, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ამ ეტაპისთვის ჩვენთვის ცნობილი არ არის შიდა მოკვლევის მიმდინარეობის შედეგები,“ – ამბობს ლომჯარია.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საუბრისას კი ლომჯარია აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის აპარატს ამ დრომდე არ აქვს წვდომა გამოძიების მასალებთან.

„ასევე აღსანიშნავია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმე, რასთან დაკავშირებითაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტმაც გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და დაავალა პროკურატურას გამოძიების დროულად დასრულება, თუმცა, ამ დროის მონაცემებით არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სრულად 

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ინაუგურაცია – გაერთიანებული ოპოზიცია არ გამორიცხავს აქცია თელავში გაიმართოს
შემდეგი სტატიაპირდაპირ ამბობს სტრასბურგი, რომ ვანო მერაბიშვილი არ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი – სოფო კილაძე