ხმების 21.54 %-ის დათვლის შედეგებით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.
მედიის ინფორმაციით, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 128 მანდატს მიიღებს, რაც უმრავლესობისთვის საჭირო 133-ზე ოდნავ ნაკლებია.
ამავე მონაცემებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ 62 ადგილს მოიპოვებს.
ხმების დათვლა გრძელდება.
დღეს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ რ77.8 პროცენტი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის.
















