,,ამ დასკვნაში დაყენებულია ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელიც შემხებლობაში იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან”

ამ დასკვნაში დაყენებულია ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელიც შემხებლობაში იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან ,ეს იქნება არაჯეროვნად შესრულებული მოვალეობა, გულგრილი დამოკიდებულება თუ ეს იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განუცხადა.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თქმით, მათ შორის პასუხისმგებლობა დგება, როგორც ყოფილი, ისე მოქმედი მაღალჩინოსნების.

კაპანაძემ ასევე განმარტება გააკეთა ალტერნატიულ დასკვნასთან დაკავშირებითაც, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომისიაში შემავალი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს უნდა შეემუშავებინათ, რაზეც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დასკვნა იქნება ერთი, ხოლო მმართველი პარტიის წარმომადგენლები, თავიანთ მოსაზრებებს, რომელსაც შესაძლოა კომისია დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს, წერილობით წარსდგება, რომელსაც კომისიის წევრები კენჭს უყრიან.

კაპანაძე იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნება“, თავის წერილობით მოსაზრებას, უახლოეს საათებში წარადგენს.

„დასკვნის შესახებ დისკუსიები საკმაოდ საინტერესოა. კარგია, რომ დღეიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც შემოგვიერთდნენ, რომლებიც გვპირდებიან, რომ თავიანთ წერილობით მოსაზრებებს წარმოგვიდგენენ. ჩვენ ეს ჯერ არ მიგვიღია, იმედია, რომ დღეს მივიღებთ და ნებისმიერ დროს გავეცნობით მას. „ქართულ ოცნებას“ ექნება შესაძლებლობა წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩემთვის, კომისიის წევრებისთვის, ან საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ კომისიის წევრებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, ამავდროულად ჩვენ ვსაუბრობთ გახმაურებულ და ძალიან ტრაგიკულ შემთხვევაზე. არის საკითხები, რომელზეც, იმედია, რომ იქნება შეთანხმება, რაზეც ვერ შევთანხმდებით, ჩატარდება კენჭისყრა“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაერომ მიანმარში მუსლიმების გენოციდი აღიარა 
შემდეგი სტატიაუსაფრთხოების სფეროში მიუნჰენის კომისიამ მაკკეინის პრემია დააწესა