“ამ დაქეციანებულებმა ველოტრეკი გაყიდეს… რატომ არ მოვიდნენ დღეს, რა საინტერესოა” – წულუკიანი ენმ-ზე

“პროექტი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ იმაზე, რომ ველოსპორტის ბილიკები შეიქმნას საქართველოში. ცარიელი სკამების ბელადი იყო ამაყი იმით, რომ აგებდა რაღაც ბილიკებს, მაგრამ დღეს საქართველოს არ აქვს არცერთი ბილიკი, აქვს უბრალოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ რაღაც ბილიკები, რომელიც ერთმანეთთან არ კავშირდება. გაივლი რამდენიმე ასულ მეტრს და შემდეგ უნდა მიაწყო შენი ველოსიპედი, გადაჯდე მანქანაზე. შესაბამისად, არ გვაქვს ის ბილიკები, სადაც სპორტსმენები მოემზადებიან და დღეს, მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი სპორტსმენი ბავშვები, ვინც ველოსპორტით არის დაკავებული, ვარჯიშობენ საავტომობილო გზებზე და გვაქვს ამ მხრივ დანაკარგიც, სიცოცხლის. შესაბამისად, ველობილიკების მშენებლობა ველოსპორტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ აი ამათ, ამ დაქეციანებულებმა [ენმ-მ], რატომ არ მოვიდნენ დღეს, რა საინტერესოა, გაყიდეს ველოტრეკი უზნაძის ქუჩაზე, რომელიც ჩემს ბავშვობაში ძალიან წარმატებული იყო და ეს სპორტიც რეალურად დღეს არის დაქცეული.” – თქვა კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს, რომ მას ეს აზრი დღეს დაებადა – ამით იყო განპირობებული ოკუპაციის მცდელობა
შემდეგი სტატიახმაური მარტვილის საკრებულოს სხდომაზე