“ამ ცხოვრების დედაც!!!” – წარწერები ჯვარშიც გამოჩნდა

„ამ ცხოვრების დედაც “, „ჩვენ ამოვიღებთ ხმას “, – ამ წარწერებით ჯვარში სხვა ქალაქების მსგავსად 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

 

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კეკელიძე: ერთხელ საძროხეში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე…
შემდეგი სტატიალუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გეპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით, ვერ გულისხმა ვყავით შენი ძახილი და ვერ დაგიცავით!