„ამ ცხოვრების დედაც!“-წარწერა ზუგდიდში

ზუგდიდში,რამდენიმე ადგილას გამოჩნდა წარწერა- „ამ ცხოვრების დედაც!“. ავტორის ვინაობა უცნობია.მანამდე იგივე წარწერა თბილისში, რამდენიმე უბანში გააკეთეს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა.

„სირცხვილიას“ წევრები მიიჩნევენ, რომ 15 წლის მოზარდი სისტემის მსხვერპლია, ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ეს გახლავთ 15 წლის მოზარდის მხარდამჭერი აქცია, რომელიც სკოლის კედელზე ასეთი წარწერის გამო პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. სამართალდამცავი უწყებიდან გამოსულმა მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და ბინის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ამჟამად მოზარდი კომატოზურ მდგომარეობაშია.

banner
წინა სტატიაში“არ ვფიქრობ, რომ ბოკერიას მიმართ დევნა ხორციელდება”
შემდეგი სტატია“ვიდრე კუხიანიძე იკავებს პოსტს, “ქართული ოცნება” იზიარებს მის პოზიციას”