“ამ ბრძოლაში დიდი ხანია ვარ… აზოვის პოლკის შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აზოვის ბატალიონის შესახებ ისაუბრა, რომლის ჯარისკაცებიც მარიუპოლს გმირულად იცავენ.

როგორც მან აღნიშნა, თავის დროზე პოლკის შესაქმნელად გიორგი ყუფარაშვილი​ თავად მიავლინა და პირადად იღებდა მონაწილეობას უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად გეგმის დასახვაში.

“ჩემი გული როგორც საქართველოს, ისე უკრაინას ეკუთვნის. ამ ბრძოლაში მე დიდი ხანია ვარ. თავის დროზე, მაგალითად აზოვის პოლკის შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა. ჩვენ ერთად ჩამოვედით. მან მთხოვა ნებართვა, შემდეგ მე შევხვდი ბელეცკის, პოლკის მეთაურს მაშინ და დავსახეთ ერთად გეგმა, თუ როგორ დაეხმარებოდნენ ქართველები. მერე ბახვა ჩამოვიდა, რომელიც ახლა გმირულად დაიღუპა. საქართველოს ჰყავს ნამდვილი გმირები. ჩვენ არ გვჭირდება კონფორმიზმი და უკან დახევა ნებისმიერი საფრთხის წინაშე. ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა. ეს არის ჩვენს ძალაში”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საჰაერო ძალები – უკრაინას პარტნიორებისგან საბრძოლო თვითმფრინავები არ მიუღია, მივიღეთ სათადარიგო ნაწილები
შემდეგი სტატიამარია ზახაროვა – რუსეთმა უკვე დაკარგა ნდობა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ