“ამ ბიჭებს არავის შეწყალება არ უნდათ, მალე გამოვლენ და ერთად ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას”- ამის შესახებ სინდისის პატმრის, რეზი კიკნაძის მამამ, თბილისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ილია კიკნაძე დარწმუნებულია, რომ “გამარჯვება გარდაუვალია”.
“ჩვენ გავიმარჯვებთ, რეზიკო კიკნაძე და ის ახალგაზრდები გაიმარჯვებენ, რომლებსაც ევროპული მომავლი უნდათ. ამ ბიჭების მიზანი, სულ მალე მშვიდობიანად ასრულდება.
რეზოს ვეტყვი, რომ ძალიან მენატრება. 24 საათით რომ ვნახე, წარმომიდგა ყველაფერი რაც გადახდა. ძალიან ძნელია, როცა შენ გამოდიხარ, შენიშვილი კი მიჰყავთ. დრო ძალიან მალე გავა, ეს ბიჭები მოითმენენ. ამ ბიჭებს არავის შეწყალება არ უნდათ, მალე გამოვლენ და ჩავეხუტებით! ერთად ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას და აღორძინებას. მრავალჟამიერ ჩვენ სამშობლოს!” – თქვა კიკნაძის მამამ.
















