ამ არჩევნებით მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ – ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული – პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ქვეყნისთვის და ქვეყანამ მთავარი არჩევანი უნდა გააკეთოს – ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი ქვეყანა.

“ამ არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო. ასეთ არჩევანს კი სახალხო რეფერენდუმი ჰქვია, სწორედ ამიტომ, მომავალი არჩევნები ამ ქვეყნისთვის იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც 1918 წლის არჩევნები, ან 1991 წლის რეფერენდუმი იყო, ანუ ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება. ხალხის ხმამ და ხალხის ნებამ ქართველი ერი ხელახლა უნდა დაბადოს და მას საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნოს. ჩვენ ჩვენ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია ყველაფერი და რომ ჩვენ მომავალს ვერავინ წაგვართმევს”, – თქვა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიჩემი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ ყველაფერი გავაკეთო, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისათვის – პრეზიდენტი
შემდეგი სტატიარეალური ომის პარტია მხოლოდ ერთია, რომელსაც დღეს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ – ზურაბიშვილი