ამ არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა ჩვენ გამოგვაფხიზლეს ყველა და შემოკრეს ის ზარი, რომელსაც თავისუფლების ზარი ჰქვია

“ამ არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა ჩვენ გამოგვაფხიზლეს ყველა და შემოკრეს ის ზარი, რომელსაც თავისუფლების ზარი ჰქვია. მე, პირადად და ყველა ჩვენთაგანი კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ყოველდღიური და ეს თუ არ გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება.” – ამბობს ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძე.

აქციაზე მისული ხალხის რაოდენობის გამო, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია “ერთად ერთის წინააღმდეგ”.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 20 სექტემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

პარლამენტში ამბობენ, რომ ამის მიზანი “შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა”.

 

https://www.facebook.com/mamukakhazaradzeofficial/videos/784389718641159/?t=32

 

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: „დღეს უკვე გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პატიმრების შემდეგ ჩვენს თანამშრომლებზეც ვიზრუნოთ“
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: დღეს არის ამ სამთვიანი საპროტესტო მარათონის ფინალური აქცია