ამ ადამიანმა გააკეთა ის, რაც ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ გავაკეთეთ – ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

“ჩვენი თვითმიზანი ძალადობა არადროს არ ყოფილა, ჩვენი თვითმიზანი ვინმეზე თავდასხმა არასდროს არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი თვითმიზანი იქნება საკუთარი თავების, ოჯახების, სახელმწიფოს და ხმების დაცვა.

30 ოქტომბერს ან ბიძინა ივანიშვილი შეეგუება, რომ მარცხდება ან ბრძოლა, გპირდებით, რომ იქნება ბოლომდე, იქნება შეუპოვარი, მხოლოდ წინსვლა და მხოლოდ ბრძოლის ყიჟინა.სააკაშვილმა გააკეთა ის რაც, მოდით ვაღიაროთ, ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ გავაკეთეთ და ეს ადამიანი არ იმსახურებს ხალხო ღარიბაშვილის და ივანიშვილის ხელით, ამ უსამართლო სატუსაღოში იყოს.მიშა, შენ მორალურად უკვე გაიმარჯვე. მორალურად უკვე გამარჯვებული ხარ და როგორც გაიმარჯვე მორალურად უკვე, ასევე ეს ქვეყანა გათავისუფლდება ამ მარწუხებისგან და მიტაცებულ სახელმწიფოს ჩვენ ხალხს დავუბრუნებთ”-აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე.

banner
წინა სტატიაშითბილისი დღეს!
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: დღევანდელი აქცია 2012 წლის აქციის მასშტაბის იყო +/- 3%