„ამ ადამიანის საქმიანობა ყველაფერია გარდა ადამიანის უფლებების დაცვისა“ -“თანასწორობის მოძრაობა” კილაძის გადადგომას ითხოვს

“თანასწორობის მოძრაობა” პარლამენტის წინ აქციას გამართავს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან სოფო კილაძის გათავისუფლებას მოითხოვს.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, კილაძის საქმიანობა და ღირებულებები ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპებს არ შეესაბამება.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ჰქონდა ჩანიშნული 17 მაისს გარკვეული ღონისძიების გაკეთება, რომელზეც სოფიო კილაძის პასუხი იყო, რომ მათი ნებაა და არაფერს გააკეთებენ წელს. რაც არის დამამცირებელი, პარლამენტმა უნდა გადააყენოს კილაძე, რადგან ამ კომიტეტისა და ადამიანის საქმიანობა ყველაფერია გარდა ადამიანის უფლებების დაცვისა“ – აცხადებს “თანასწორობის მოძრაობის” ერთ-ერთი აქტივისტი.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” განახლებული პოლიტსაბჭო – მმართველი გუნდი სხდომისთვის ემზადება
შემდეგი სტატიააშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას – ენმ-ს წევრები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ