ალჟირში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 257 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, ალჟირში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 257 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ალჟირის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ილ-76 ალჟირის დედაქალაქიდან სამხრეთით 50 კილომეტრში მდებარე ბუფარიკის ბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე მოხდა. ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მგზავრთა უმრავლესობა სამხედრო იყო.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი- რუსეთო, მოემზადე!
შემდეგი სტატიაNTV PLUS-ს ქართულ ბაზარზე ოპერირების დასაწყებად დოკუმენტაცია წესრიგში არ აქვს