ალუდა ღუდუშაური – ვფიქრობ, საპროტესტო აქცია ჩატარდება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაური ფიქრობს, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი დღევანდელი აქცია კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარდება.

„ვფიქრობ, საპროტესტო აქცია ჩატარდება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს თავი გაუცხელდება და ისეთ მოქმედებას განახორციელებს, რომელსაც მათი მხრიდან საზოგადოებაც მიჩვეულია. არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს. ადამიანებს არ ვითვლით, მაგრამ ეს აქციები ხალხმრავლობით არ გამოირჩევა, არანაირი განსაკუთრებული მობილიზაცია არ არის. არ მგონია, დღევანდელი აქცია იმისგან რაიმეთი განსხვავებული იქნება, როცა უგულავა 15 ადამიანთან ერთად რუსთაველის გამზირზე დადიოდა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის პოლიციის მობილიზაცია საკანონმდებლო ორგანოში, ღუდუშაურმა განაცხადა:

„პარლამენტი არის ერთ-ერთი სახელმწიფო ობიექტი და სახელმწიფო დაცვის სამსახური იღებს პროტოკოლით გათვალისწინებულ იმ ღონისძიებებს, რომელიც აუცილებელია, გეგმური იქნება თუ არა გეგმური. რამდენიმე სახანძროს მანქანაა და შეგიძლიათ, მიმითითოთ, სხვა რა ხდება?“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება
შემდეგი სტატიაგოცირიძე – ეროვნული ბანკი რომ ერთსა და იმავე შეცდომას იმეორებს, ამას უკვე მივეჩვიეთ