20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ალუდა ღუდუშაური: ოპოზიციის წარმომადგენლები არანაირი სიკეთის მომტანები არ არიან და მათ არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვთ

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „ოპოზიციურ ალიანსზე“ განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არანაირი სიკეთის მომტანები არ არიან და მათ არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვთ.

„სახელი მოიფიქრეს და „ალიანსი“ დაარქვეს, სინამდვილეში რაის ალიანსი უნდა იყოს, შიგნით ვინც არიან, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ქვეყანა, სამშობლო და ა.შ. ვხედავთ ერთმანეთში როგორი დაპირისპირება აქვთ. არც ჩვენი ქვეყნისთვის და არც ქართველი ხალხისთვის არანაირ ნიშნულს არ წარმოადგენენ. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი არანაირი სიკეთის მომტანები არ არიან, თანმიმდევრულები არ არიან და ძალიან ლოგიკურად, არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვთ.

თქვენ ხედავდით, რომ თავიდან, შედარებით მოზრდილ საკონფერენციო დარბაზს ქირაობდნენ, შემდეგ უკვე ვნახეთ, როგორ დავიწროვდნენ. მალე, ალბათ, თავიანთი სახლის ოთახებში ჩაატარებენ ხოლმე ასეთ შეხვედრებს და თავყრილობებს,” – განაცხადა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: საქართველოსთვის ფაქტობრივად გადაულახავი დაბრკოლება არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
შემდეგი სტატიაშსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დავაკავეთ