ალუდა ღუდუშაური „ნაცმოძრაობას“ – როგორ მიგყავდათ ქვეყანა ევროპისკენ, ციხეებში გაუბედურებული ხალხით? თქვენი ევროპელობა არ გაიშვა, თქვენ ევროპაში კი არა, არსად არ მიგიღებდნენ

როგორ მიგყავდათ ქვეყანა ახლა რომ გახდით თითქოსდა ევროპელები, ყავარჯნიანი კაცით მიგყავდათ? მეგის ქარდავას მიერ გაუპატიურებული ხალხით მიგყავდათ? ციხეებში გაუბედურებული ხალხით მიგყავდათ, თუ როგორ შეგყავდათ ქვეყანა ევროპაში? თქვენი ევროპელობა არ გაიშვა, თქვენ ევროპაში კი არა არსად არ მიგიღებდნენ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტის სხდომაზე.

მისი თქმით, ოპონენტები ევროკომისიის მოწოდებას დეპოლარიზაციის შემცირების შესახებ არ ითვალისწინებენ.

„ბედად მხვდა, ჩემს წინ ყოველთვის ბატონი არმაზი გამოდის ხოლმე, რაღაც გარანტირებაზე საუბრობდა ამჯერად, მეც მიწევს ამაზე პასუხი საზოგადოებისთვის თორემ სხვა დანარჩენი ჩემი ინტერესის სფერო არ არის. გარანტიებს ითხოვს ბატონი არმაზი და რაღაც ეგზისტენციალურ საფრთხეებზე საუბრობს, მაგრამ არაფერს საუბრობს იმაზე, აქ თქვენთან ერთად რაც ხდებოდა. მაინტერესებს, რა გარანტიებს ითხოვთ, საუბარი არის, დეპოლარიზება გაითვალისწინეთო, რამდენიმე წუთის უკან სამარცხვინო საქციელი მოხდა, თქვენ იჯექით და ამაყად იქნევდით თავს. მადლობა მინდა გითხრათ ბატონო პრემიერო, მე იქიდან მოვდივარ, სადაც არის საქართველოს საზღვარი, ყაზბეგიდან და მინდა რომ მოხევეებისგან მადლობა, მოკითხვა და მხნეობა გადმოგცეთ. კარგად გვახსოვს 2008-ში გაქცეულები, პატრონი არ ჰყავდა ქვეყანას და ვერავის პოულობდნენ რომ გვეთქვა, როგორ უნდა მოვიქცეთ, იარაღი ავიღოთ, ვიომოთ, ვიბრძოლოთ თუ რა ვქნათ. დღეს გამოდიან და რაღაცებზე საუბრობენ. ბეჟაშვილი ზის და აქ და სხვები, ამათ თავზე დეპოლარიზაციის წაკითხვა რამდენად არის შესაძლებელი, აი, ეს არის საკითხი. როგორ მიგყავდათ ქვეყანა ახლა რომ გახდით თითქოსდა ევროპელები, ყავარჯნიანი კაცით მიგყავდათ? მეგის ქარდავას მიერ გაუპატიურებული ხალხით მიგყავდათ? ციხეებში გაუბედურებული ხალხით მიგყავდათ, თუ როგორ შეგყავდათ ქვეყანა ევროპაში? თქვენი ევროპელობა არ გაიშვა, თქვენ ევროპაში კი არა არსად არ მიგიღებდნენ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშიკომისია შექმენით და იქაც მოუსმინეთ – კახიძე ოპოზიციას ღარიბაშვილზე
შემდეგი სტატიადასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა – სამადაშვილის პასუხი ღარიბაშვილს