ალუდა ღუდუშაური – „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა თუ არა პარლამენტში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა უკვე არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა თუ არა პარლამენტში, ამას პარლამენტისთვის დიდად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება დაიღალა „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედებებით, ამიტომ მათი ფუნქცია უკვე აღარ არის გადამწყვეტი პარლამენტის მუშაობისთვის.

„ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა თუ არა პარლამენტში, ამას პარლამენტისთვის დიდად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი საზოგადოება დაიღალა „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედებებით, ამიტომ მათი ფუნქცია უკვე აღარ არის გადამწყვეტი პარლამენტის მუშაობისთვის.

თუ გადაწყვეტენ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას, პარლამენტში საქმიანობის გაგრძელებას და იმ დავალების შესრულებას, რაც ჩვენმა ამომრჩევლებმა არჩევნების გზით მისცეს, ვფიქრობ, ეს, პირველ ყოვლისა, მათ წაადგებათ. ამიტომ თუ თავს დაანებებენ ამ დესტრუქციულ ქმედებებს და მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე უარს იტყვიან, ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. სხვა შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფუნქცია და როლი, მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან გადაჭარბებული. ამიტომ, პარლამენტში მათი შემოსვლა დიდად გადამწყვეტი საერთოდ არ არის.

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღეს დავალება, რომ უნდა შექმნან ფარსი, თითქოს რაიმეს ხალხს ეკითხებიან, მაგრამ მგონი არ დარჩა ადამიანი, ვინც ნათლად ვერ დაინახა, რომ საზოგადოებისთვის კითხვის ნაცვლად წავიდნენ მიხეილ სააკაშვილთან, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან და მისგან მოისმინეს როგორც ჩანს ახალი დირექტივები, რომელიც, მესიჯბოქსად ვერ გამოუგზავნა მიხეილ სააკაშვილმა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან წვალობენ მელია და სხვებიც, მძიმე მდგომარეობაში არიან