ალტერნატიული კონსილიუმი დღეს მიხეილ სააკაშვილსა და გორის ექიმებს “ემპათიას” დასკვნას გააცნობს

ალტერნატიული კონსილიუმის ექიმები დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტს მოინახულებენ. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ისინი მიხეილ სააკაშვილსა და ჰოსპიტალის ექიმებს “ემპათიას” დასკვნას გააცნობენ.

“ვაპირებთ, რომ მოვინახულოთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი, გავაცნოთ დასკვნა, რომელიც იქნა ცენტრი “ემპათიის” ექსპერტების მიერ შემუშავებული, ასევე, ეს დასკვნა გავაცნოთ გორის ჰოსპიტალის ექიმებს, რათა მიღწეულ იქნას კონსენსუსი მის მკურნალობასთან დაკავშირებით, ასევე, დავსვათ საკითხი, რომ თუ არ არის ეფექტური გორის ჰოსპიტალში მისი მკურნალობა, მოძებნილ იქნას ისეთი დაწესებულება, საზღვარს შიგნით თუ საზღვარს გარეთ, სადაც ადეკვატური იქნება მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია, მას ესაჭიროება პირველ რიგში ნეირორეაბილიტაცია, რომელის სამწუხაროდ საქართველოში, ასეთი მასშტაბით და მულტიპროფილური ვერ ტარდება”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 600 თბილისში გამოვლინდა
შემდეგი სტატიადღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა