“ალტ-ინფოს” და ვასაძის “ერის” მხარდამჭერი ჟურნალისტებს თავს დაესხა

მორიგი თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ინტერვიუს ჩაწერისას,
კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს მოქალაქე დავით ბაძგარაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბაძგარაძე, “ალტ-ინფოს” და ვასაძის “ერის” მარდამჭერია. ის ჟურნალსტებს მიეჭრა და საქმიანობაში ხელი შეუშალა.

“მოღალატეები, გამყიდველები, ებრძვით ყველაფერს რაც ქართულია, რაც მნიშნელოვანია ქართველისთვის, წმინდა რაცაა ქვეყნისთვის და ქართველისთვს ყველაფერ მაგას ებრძვით, ამიტომ ხართ უბრალოდ ქვეყნის მტრები”, – მიმართა პროვოკატორმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიტაჯიკეთი ავღანეთიდან დევნილების საკუთარ ტერიტორიაზე მიღებას არ გეგმავს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი: არ შეუშალოთ საქმიანობაში ხელი ჟურნალისტებს