“ალფა სიხშირე” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, დააკავეს ჩვენი ინტერნეტპლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ჩხვირკია. ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია მისთვის წაყენებული ბრალდების დეტალები, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ირაკლი, რომელსაც საზოგადოება იცნობს და თავისი სამოქალაქო აქტივიზმით იცნობდა ჯერ კიდევ “ალფა სიხშირის” დაფუძნებამდე, არ გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც გასული იქნება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებიდან.
“ალფა სიხშირე”, როგორც სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა, ჩვეული შემართებით აგრძელებს საქმიანობას და მხარდაჭერას უცხადებს ირაკლი ჩხვირკიას, ასევე ყველა უკანონოდ დაკავებულ პატიმარს,-ნათქვამია “ალფა სიხშირის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშს სამინსიტრომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 ადამიანი დააკავა
შემდეგი სტატია4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულებს, მათ შორის ნანა სანდერსს, პატიმრობა შეეფარდათ