ალფა/სიხშირე-13 დაღუპული და 50-ზე მეტი დაშავებული — უკრაინაზე რუსეთის კომბინირებული საჰაერო-სარაკეტო იერიშის შედეგები ასეთია

13 დაღუპული და 50-ზე მეტი დაშავებული — უკრაინაზე რუსეთის კომბინირებული საჰაერო-სარაკეტო იერიშის შედეგები ასეთია:
▪️ კიევი და კიევის ოლქი — დაზიანებულია საერთო საცხოვრებელი და საცხოვრებელი სახლები. დაიდუპა 3 ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი.
▪️ ხმელნიცკის ოლქი — წინასწარი მონაცემებით, 4 დაიეუპა და 5 დაშავდა. დანგრეულია 6 კერძო სახლი, დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი, სასწავლო დაწესებულება და ტრანსპორტი.
▪️ მიკოლაივი — კამიკაძე დრონებით დარტყმა განხორხიელდა ხუთსართულიან შენობაზე: ერთი ადამიანია დაღუპული, 5 დაშავებული. ორი სართული დანგრეულია, დანარჩენი — დაზიანებული.
▪️ ხარკოვი — ქალაქი დაიბომბა 4 უპილოტო საფრენი აპარატით. დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის — ბავშვი.
▪️ სუმის ოლქი — კონოტოპზე განხორციელდა ყველაზე მასირებული იერიში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, — აცხადებს ქალაქის მერი. დანგრეულია ინფრასტრუქტურული ობიექტი, ნაწილობრივ გამორთულია ელექტროენერგია რამდენიმე ქუჩაზე. ამ დროისთვის მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.
▪️ ჩერნიგოვის ოლქი — შეტევა განხორციელდა როგორც რაკეტებით, ისე დრონებით. დარტყმები ფიქსირდება სხვადასხვა რაიონში. გაჩნდა ხანძრები. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
▪️ ტერნოპოლი — „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით განხორციელებული იერიშის შედეგად ნაწილობრივ დაზიანებულია ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს შენობა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული დაზვერვის ინფორმაციით: შესაძლოა შავი ზღვის აკვატორიიდანაც მოხდეს წყალქვეშა-წყალზედა ხომალდებიდან კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება
შემდეგი სტატიასამხედრო ტყვეთა გაცვლის შესახებ რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის შეთანხმების მესამე ეტაპი დასრულდა