ალონ ოჰელი და გალი ბერმანი. ფოტო გათავისუფლების შემდეგ.
მძევლების გათავისუფლების მოლოდინში მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ღაზის სექტორთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ათასობით ადამიანი გამოვიდა თელ-ავივისა და ისრაელის სხვა ქალაქების ქუჩებშიც.
მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელმა ორი ათასამდე პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
ისრაელმა და ჰამასმა ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმებას გასულ კვირაში, ეგვიპტეში მიაღწიეს აშშ-ის, ეგვიპტის, კატარის და თურქეთის შუამავლობით.


ჰამასმა გამოაქვეყნა ღაზას სექტორში ტყვედ აყვანილი დარჩენილი 20 მძევალის სია, რომლებიც ისრაელისა და ჰამასის მიერ დამტკიცებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში უახლოეს საათებში გაათავისუფლეს.


















