ზურაბ ტყემალაძე პოლიტსაბჭოს შეხვედრამდე კომენტარს არ აკეთებს

,,მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ,,რესპუბლიკელებსა” და პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით მცირე კომენტარს აკეთებს.

როგორც ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისინი კოალიციასთან დაკავშირებით საკითხზე, მხოლოდ მას შემედეგ ისაუბრებენ, რაც პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

,,მათი საუბრის შედეგი ჩვენთვის ცნობილი არ არის. პოლიტსაბჭო შედგება და კომენტარს შემდეგ გავაკეთებთ. დაველოდები პოლიტსაბჭოს და შემდეგ გავაკეთებ შეფასებას”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და “რესპუბლიკელების” შეხვედრა გუშინ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაში თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი მონაწილეობდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ “რესპუბლიკური პარტია” კოალიცია “ქართულ ოცნებაში” რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში.

banner
წინა სტატიაშისაქსტატის მონაცემით, საქართველოში ინფლაციის დონემ 5,6 პროცენტი შეადგინა
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩია