15.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი გიორგი კანდელაკია

შიდა ქართლში უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ამოღების შემდეგ შსს-ს მიერ დაკავებული დანაშაულში თანამონაწილე 7 პირიდან ერთ-ერთი ბიზნესმენი და ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია. ინფორმაციას სამთავრობო მედია TV იმედი ავრცელებს.

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი
უწყების ინფორმაციით, ამოღებული უაქციზო სასმელების და სიგარეტების სარეალიზაციო ღირებულებამ, შესაძლოა, მილიონობით ლარი შეადგინოს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასხელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიკიევში ევროპარლამენტის მუდმივი წარმომადგენლობა გაიხსნება
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე თეა წულუკიანს პასუხობს