26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება სავალდებულო ხდება

რუსეთში ბოთლ ღვინოზე ფასი 15-25 %-ით გაიზრდება

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.

ცვლილების თანახმად, სავალდებულო ხდება სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება. ნიშანდება გულისხმობს ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის დატანას. ეს არის QR კოდი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, რომ პროდუქციას გავლილი აქვს ლაბორატორიული შემოწმება და სერტიფიცირებულია, ასევე ინფორმაციას ალკოჰოლიანი სასმლის კატეგორიის, მოსავლის წლის, ფერის, ყურძნის ჯიშის, ალკოჰოლის შემცველობის და ა.შ. შესახებ. სასმელის ნიშანდებას ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

კანონის თანახმად,  2026 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა გამოიცეს  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ და  კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამ ცვლილებასთან. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლამდე განისაზღვრება სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასური. ცვლილება ძალაში შედის 2027 წლის 1 თებერვლიდან.

banner
წინა სტატიაშიდავა სომხეთის არჩევნების გარშემო: პრორუსული ოპოზიცია შედეგების გაუქმებას ითხოვს
შემდეგი სტატია“ციფრული მმართველობის სააგენტოს” თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა