ალინა კაბაევა ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის სიაშია – CNN

CNN-ი ორი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, ქალი, რომელთანაც გავრცელებული ინფორმაციით, პუტინს შვილები ჰყავს, ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტში მოხვდა.

წყარო ამბობს, რომ ამ ეტაპზე სანქცირებულთა სიას სახელები შესაძლოა დაემატოს, ასევე, მოაკლდეს წევრი სახელმწიფოების შეხედულებების შესაბამისად.

ევროკავშირს ჯერ სანქციების პაკეტისთვის ხელი ოფიციალურად არ მოუწერია.

“მოლაპარაკებები მიდის. ეს არ არის ნამცხვრის ნაჭერი, [რაღაც მარტივად გასაკეთებელი] მაგრამ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ”, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატიური წყარომ.

კაბაევასა და პუტინის ურთიერთობაზე პირველად ინფორმაცია 10 წელზე მეტი ხნის წინ გავრცელდა. პუტინმა მასთან ურთიერთობა უარყო.

აპრილში Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები მსჯელობდნენ, დაეწესებინათ თუ არა სანქციები კაბაევას მიმართ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – “ოცნება” საკუთარ ტყუილებში გაიხლართა და აღარ სურს არანაირი რეფორმის გატარება, რომელიც არის გზა ამერიკისკენ, ევროპისკენ და განვითარებისკენ
შემდეგი სტატიაევროპის მთავარი მხარდაჭერა ისაა, რომ ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება რეალობად იქცეს – ზურაბიშვილი