ალილოს მსვლელობას თბილისის მერი შეუერთდება

თბილისის მერი კახა კალაძე ალილოს მსვლელობას შეუერთდება და მონაწილეებს საშობაო ნობათს გადასცემს.

ალილო „ვარდების მოედნიდან“ 14:00 საათზე დაიწყება და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

თეატრალიზებული მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩებს.

ალილოს მსვლელობის მონაწილეების ნაწილი საპატრიარქოსკენ გაემართება და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიულოცავს.

ალილოზე შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები 8 იანვარს დახარისხდება და ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაურიგდება.

ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაალილოს მსვლელობა სამეგრელო – ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტში გაიმართა