ალილოს მსვლელობა სამეგრელო – ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტში გაიმართა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, ალილოს მსვლელობა გაიმართა. ტრადიციული ალილოს მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა, მრევლმა და სტიქაროსნებმა მიიღეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მსვლელობის მონაწილეებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეუერთდნენ და მათ საშობაო ნობათი გადასცეს.

ალილოს მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა საზეიმო პარაკლისი აღავლინეს.

რაც შეეხება სამეგრელო – ზემო სვანეთის სხვა მუნიციპალიტეტებს, ცხრავე მუნიციპალიტეტში მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიალილოს მსვლელობას თბილისის მერი შეუერთდება
შემდეგი სტატიაირანში ექს-პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააკავეს