ალილოს მონაწილეებს ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა

თბილისში მიმდინარე ტრადიციული საშობაო ალილოს მონაწილეები ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ, სადაც მათ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის შეხვდა.

პრეზიდენტმა მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცა და ნობათიც გადასცა.

„გილოცავთ ყველას შობის დღესასწაულს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ სასახლესთან პირველად გამოიარა ალილომ. ვფიქრობ, ეს არის ძალიან სასიხარულო. ძალიან ლამაზი ტრადიციაა, ყველას გილოცავთ ქრისტესშობის დღეს, მისი მადლი ფარავდეს ყველა ოჯახს, სრულიად საქართველოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაული ჟურნალისტებსაც მიულოცა.

„თქვენ ჟურნალისტებსაც პირადად გილოცავთ, ვინც ზოგჯერ სიცივეში დიდხანს მელოდებით. გილოცავთ და გისურვებთ, რომ შობის ეს დღე თქვენთვის ძალიან ბედნიერი იყოს“, – მიმართა პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშიH1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი – დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე „დამოკლეს მახვილივითაა“ ეკლესიის თავზე